დღეს, 2 მაისს, 1100 საათზე, აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე და კომპანია ,,ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის'' გენერალური დირექტორი აიეტი კუკავა ურთიერთთანამშრომლობის მემორენდუმს ხელს მოაწერენ.
ხელშეკრულების თანახმად, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ჰოლდინგის პროექტებში მონაწილეობას მიიღებენ. ჰოლდინგი წარმატებულ სტუდენტებს სამცენიერო ნაშრომების მომზადებაში პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს.
უნივერსიტეტი ჰოლდინგს აგრარული კულტურების თესლებისა და ნიადაგების კვლევებში დაეხმარება.
,,ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი'' მნიშვნელოვან პროექტებს ფინანსურ სექტორში ახორციელებს. წარმატებული სტუდენტები ჰოლდინგში დასაქმდებიან.