დღეს, 2 მაისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" ევროპელ ებრაელთა კატასტროფისადმი (ხალაკოსტი) მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიება ებრაელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის" ორგანიზებით ჩატარდება და ის მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული 6 000 000 ებრაელის ხსოვნას მიეძღვნება.
ღონისძიება "მირიან მეფის დარბაზში", 16:00 საათზე დაიწყება.