ამერიკის შეერთებული შტატები ნომერ პირველი ტერორისტის მუსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მილოცვებს იღებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიანიმ მეთანიაჰუმ აშშ-ის "ტრიუმფალური" ოპერაციის ჩატარება მიულოცა.
"ეს სამართლიანობის ტრიუმფია თავისუფლებისა და ფასეულობების, რომელსაც იზიარებენ ყველა დემოკრატიული ერები, რომლებიც მხარდამხარ ებრძვიან ტერორიზმს", - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი უსამა ბინ ლადენი მოკლულია. ამის შესახებ ერისადმი მიმართვასი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.
მისი თქმით, ინფორმაცია ბინ ლადენის ადგილსამყოფელის თაობაზე შესაბამის სამსახურებს 2010 წლის აგვისტოდან ქონდათ. მიმდინარე წლის მარტში ინფორმაცია დადასტურდა, ხოლო აპრილის ბოლოს გაიცა ბრძანება, მისი დაკავების შესახებ.
ოპერაცია ნომერ პირველი ტერორისტის წინაღმდეგ ამერიკის საზღვაო ძალების ქვედანაყოფმა ჩაატარა, რომლის დროსაც ბინ ლადენი ისლამაბადის გარეუბანში, ერთ-ერთ ვილაში იქნა მოკლული.
"ოსამა ბინ ლადენი გაიქცა პაკისტანში, თუმცა ალ-ქაიდა მაინც რჩებოდა ავღანეთში. ჩვენი მთავარი მიზანი ასეთი შედეგით დასრულდა. 10 წლის წინ დაუღალავი ბრძოლის შედეგად ჩვენი სამხედროების ქმედებამ ასეთი შედეგი გამოიღო",_აღნიშნა ობამამ.