დღეს, 2 მაისს, ვატიკანში იოანე-პავლე მეორის ნეტარად აღიარების პროცესი ოფიციალურად დასრულდება
იოანე-პავლე მეორის ნეტარად აღიარების პროცესი ოფიციალურად ვატიკანში დღეს დასრულდება. იოანე-პავლე მეორის სარკოფაგს კი ბაზილიკის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილას დააბრძანებენ.
სარკოფაგისთვის ხელის შეხება და მასზე მთხვევა გუშინ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო. ვატიკანში მიმდინარე ცერემონიალს 200 ათასამდე ადამიანი, ასევე, 90-მდე დელეგაციის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის, საქართველოდანაც.
ნეტარად შერაცხვის ცერემონიალს ბენედიქტ მე-16 უძღვებოდა, რომელმაც საკუთარი წინამორბედი ნეტარად ოფიციალურად გამოაცხადა.