დღეს, 2 მაისს, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობიდან 5 წელი გავიდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ორგანიზაციის "გადაარჩინე სიცოცხლე" ორგანიზებით, რომელსაც კორტებთან ჩაცხრილული ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი ხელმძღვანელობს, თბილისის რამდენიმე ადგილას საპროტესტო აქციები გაიმართება.
თავად ორგანიზაციის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები კლუბ "ჯაზუსთან" შეიკრიბებიან, საიდანაც ჯერ შს სამინისტროსა და მთავარი პროკურატურისკენ მოაწყობენ მსვლელობას, შემდეგ კი აქცია კორტებთან, მკვლელობის ადგილზე გადაინაცვლებს.
აქციებში პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი 2006 წლის 2 მაისს, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ამ დროისთვის სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილია.