წუხელ მაშველებმა დახრჩობას 35 წლის მამაკაცი გადაარჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მალხაზ თათარაშვილი მტკვარში მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გადახტა. იგი ნასვამი იყო. სამაშველო სამსახურმა მისი დროულად ამოყვანა მოახერხა.
თათარაშვილს სახის არეში ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა. სასწარფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა იგი წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა მამაკაცმა სტაციონარში დარჩენაზე უარი განაცხადა.