აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს მოგზაურობისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
"ალ-ქაიდას ლიდერის მკვლელობასთან დაკავშირებით სხვადასხვა რეგიონში შესაძლოა ანტიამეტიკული ხასიათის გამოსვლებს ჰქონდეს ადგილი", - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
იმ ქვეყნებში, სადაც ბინ ლადენის ლიკვიდაციამ შესაძლოა ექსტრემისტული აქტები გამოიწვიოს, სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს სახლებში დარჩენის რეკომენდაციას აძლევს.