აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომელიც ქვეყნის სათავეში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტისას იყო, ბინ ლადენის ლიკვიდაციას შეერთებული შტატების გამარჯვებად და განსაკუთრებულ მიღწევად აფასებს.
"ტერორიზმთან ომი გრძელდება, მაგრამ დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთმნიშვნელოვნად გასაგები გახადა, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამას რა დრო დასჭირდება, მაგრამ სამართლიანობა იზეიმებს", - განაცხადა ჯორჯ ბუშმა.
ნიუ იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა კი აღნიშნა, რომ ბინ ლადენის ლიკვიდაცია გარკვეულწილად შვებას მოუტანს იმ ადამიანებს, რომელთა ნათესავები და ახლობლები 11 სექტემბერს დაიღუპნენ.
ბლუმბერგის განცხადებით, "ნიუ იორკელები ამას თითქმის 10 წელი ელოდნენ".