მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი უსამა ბინ ლადენი მოკლულია. ამის შესახებ ერისადმი მიმართვასი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.
ობამამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩევისას გასცა ბრძანება, ბინ ლადენის დაკავების ან ლიკვიდაციის შესახებ.
მისი თქმით, ინფორმაცია ბინ ლადენის ადგილსამყოფელის თაობაზე შესაბამის სამსახურებს 2010 წლის აგვისტოდან ქონდათ. მიმდინარე წლის მარტში ინფორმაცია დადასტურდა, ხოლო აპრილის ბოლოს გაიცა ბრძანება, მისი დაკავების შესახებ.
ოპერაცია ნომერ პირველი ტერორისტის წინაღმდეგ ამერიკის საზღვაო ძალების ქვედანაყოფმა ჩაატარა, რომლის დროსაც ბინ ლადენი ისლამაბადის გარეუბანსი, ერთ-ერთ ვილაში იქნა მოკლული.
"ოსამა ბინ ლადენი გაიქცა პაკისტანში, თუმცა ალ-ქაიდა მაინც რჩებოდა ავღანეთში. ჩვენი მთავარი მიზანი ასეთი შედეგით დასრულდა. 10 წლის წინ დაუღალავი ბრძოლის შედეგად ჩვენი სამხედროების ქმედებამ ასეთი შედეგი გამოიღო",_აღნიშნა ობამამ.
ბარაკ ობამამ მადლობა გადაუხადა სპეცოპერაციაში მონაწილე სამხედროებს.
ამჟამად თეთრ სახლთან ათასობით ადამიანია შეკრებილი. ისინი ნომერ პირველი ტერორისტის ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციას ზეიმობენ და სკანდირებენ "აშშ!", "აშშ!"