დღეს, 2 მაისს, 13:00 საათზე „სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
„სახალხო კრების" ბრიფინგზე სააკაშვილის რეჟიმისაგან საქართველოს განთავისუფლებისთვის გადამწყვეტი ბრძოლის დაწყების თარიღს გამოაცხადებს.
"2 მაისს გამოვაცხადებთ კონკრეტულ გეგმას, რომლის მხარდამჭერი დარწმუნებული ვარ ათასობით ადამიანი იქნება. კრება უკან არ დაიხევს და ბოლომდე ვიბრძოლებთ. როდესაც ხალხი შეეგუება იმას, რომ არ უნდა ცხოვრება ავტოკრატიულ და დიქტატორულ ქვეყანაში, მაშინ მოვიპოვებთ საერთაშორისო მხარდამჭერას და გავიმარჯვებთ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ამასთანავე "სახალხო კრება" საპროტესტო აქციების 2 მაისიდან დაწყებას კატეგორიულად უარყოფს და საზოგადოებაში ამ მოლოდინის გაჩენას ხელისუფლებას უკავშირებს.
"ზოგიერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ სახალხო კრება საპროტესტო აქციებს 2 მაისს დაიწყებს მცდარია. 2 მაისს სახალხო კრების გეგმები და სამომავლო სტრატეგიები გაცხადდება", - განმარტბს ირაჯკლი ბათიაშვილი.