დღეს, 2 მაისს კულტურული მემკვიდრეობის დღის აღსანიშნავად კვირეული "აფხაზეთის სულიერი მემკვიდრეობა - ქართული სალოცავები" გაიხსნება.
კვირეულის ფარგლებში ასევე გამოფენა გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ამსახველი ფოტოები, ხოლო საკონფერენციო თემები მიეძღვნება თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული მატერიალური ძეგლების დაცვის სამართლებრივ ასპექტებს, შუა საუკუნეების აფხაზეთის წერილობით კულტურას, ტრადიციების, რიტუალებს და აფხაზეთში არსებულ ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს.
ღონისძიება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელ დება.
შეგახსენებთ, რომ მაისის პირველი კვირა კულტურული მემკვიდრეობის დღედ გასულ წელს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაწესდა.