ხვალ, 2 მაისს, ზუგდიდში, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი სამეგრელო და ზემო სვანეთის სკოლების დირექტორებს შეხვდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვები გამოცდებისთვის მზადების ბოლო ეტაპზეა. ამასთან დაკავშირებით, მაია მიმინოშვილი და ცენტრის წარმომადგენლებები საქართველოს ყველა იმ საჯარო სკოლის დირექტორთან გამართავენ შეხვედრას, სადაც გამოსაშვები გამოცდები ტარდება.
სკოლის დირექტორებს გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩატარებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. დირექტორები მიიღებენ ბოლო ინსტრუქციებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა წარიმართოს საგამოცდო პროცესი სკოლებში.