„ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" დღეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის თემაზე, ნახატების გამოფენა მოაწყო. პარტიის ცენტრალურ ოფისში, 3-დან 13 წლამდე ბავშვის სურათები გამოფინეს.
ნახატების 50-მდე ავტორი გიორგი თარგამაძემ, ინგა გრიგოლიამ და ჯაბა სამუშიამ სააღდგომო საჩუქრებით და ტკბილეულით დააჯილდოვეს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობაში შემოქმედებითი უნარების გაღვივება და მათი მისწრაფებების წახალისება. მით უმეტეს, საუბარია ბავშვების სულიერ სამყაროზე. მაცხოვრის აღდგომის თემატიკაზე ნამვილად შესანიშნავი ნახატებია წარმოდგენილი და ჩვენ ვაპირებთ ეს ნამუშევრები პარტიული ოფისის კედლებზე ასევე ხელუხლებლად დავტოვოთ" - განაცხადა გიორგი თარგამაძე.
ინგა გრიგოლია პატარებს, ერთი თვის თავზე, 1 ივნისს, თბილისის საკრებულოში მიღებას და ბავშვთა დღის რომელიმე გასართობ ცენტრში აღნიშვნას დაპირდა.