რომის პაპს იოანე-პავლე მეორეს მოქმედმა პაპმა ბენედიქტ XIV ნეტარად შერაცხა.
ვატიკანმა გარდაცვლილი პაპი იოანე-პავლე მეორე ნეტარად ფრანგი მონაზონის პარკინსონის სასწაულებრივი განკურნების გამო შერაცხა და იმ შემთხვევაში თუ პაპის სასწაულოქმედების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდება მას წმინდანად შერაცხავენ.
აღნიშულთან დაკავშირებით დღეს, რომში წმინდა პეტრეს მოედანზე სხვადასხვა ქვეყნიდან კათოლიკეების შეიკრიბნენ, რომლებიც რომის პაპის ნეტარად შერაცხვაში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე დღეა რამეს გარეთ ათევენ.
პაპის ნეტარად გამოცხადების ღონისძებას სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციასთან ერთად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუაც ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ იოანე-პავლე მეორე რომის პატის ტახტზე 1978 წელს ავიდა, რომელსაც 2005 წლამდე მართავდა.