თურქი-მესხების სამშობლოში დაბრუნება, შესაძლოა, 2011 წელს დაიწყოს. ამის შესახებ თურქი-მესხების საზოგადოება "სამშობლოს" საბჭოს თავმჯდომარე შამსადინ სიარვაროვმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროსაბჭოს წინაშე ოფიციალური თბილისის მიერ აღებული ვალდებულების ვადა ამ წელს იწურება. მოლაპარაკებების მიხედვით, დაბრუნების ვადა გაგრძელდება.
"დღესდღეობით კომისია ამ საკითხზზე მუშაობს და უახლოეს დღეებში სხდომას ჩაატარებს. ვიმედოვნებთ, 67 წლიანი განშორების შემდეგ მშობლიურ მიწას მალე დავუბრუნდებით",_აცხადებს სიარვაროვი.
შამსადინ სიარვაროვის თქმით, დაბრუნება რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რაც გადაწყვეტილების მიღებას, განცხადებების მოგროვებას, გადასახლებულთათვის სტატუსის მინიჭების გაცემას გულისხმობს. ამ ეტაპზე ყველა ამ პროცედურას ქართული მხარე განიხილავს.