ბარსელონას საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქში საცურაო კოსტიუმებითა და ბიკინებით სეირნობა აიკრძალა.
კანონის დამრღვევებს 120-დან 300 ევრომდე ჯარიმა ემუქრებათ. იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში ნუდისტი გამოჩნდება, მას 300-დან 500 ევრომდე გადახდა მოუწევს.
როგორც ქალაქის საკრებულოში განმარტეს, ასეთი შეზღუდვის დაწესებით ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა თანაცხოვრების უზრუნველეყოფას შეეცადნენ.
ამასთან, ბარსელონას ხელისუფლებამ კატეგორულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ისინი მოქალაქეებს მითითებებს აძლევენ, თუ რით შეიმოსონ.
კატალონიელთა დედაქალაქის მრავალი მოვაჭრე ამ სიახლეს სიხარულით შეხვდა. მათი თქმით, ბოლო დროს ქუჩებში ნახევრადშიშველი ტურისტები მომრავლდნენ და ქალაქში უკვე ყველაფერი ნებადართულია.
რაც შეეხება ნუდისტებს, მათ საკრებულოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილება ვერ დაფარეს.
ცნობისთვის, ყოვეწლიურად ბარსელონას 6,5 მილიონი ტურისტი სტუმრობს.