მილიარდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, ამერიკის ჯარის ერაყიდან გაყვანას არ იჩქარებს.
„ისეთნაირად მოვიქცევი, როგორც ძველ დროში იქცეოდნენ. შენ ომში მიდიხარ, იმარჯვებ, ქვეყანა და მისი სიმდიდრეები კი შენს ხელში გადადის. ჩვენ კი ასობით მილიონი დოლარი დავხარჯეთ, არაერთი მებრძოლი დავკარგეთ და ამ დროს კი ერაყს ვტოვებთ. ჩვენ ერაყის მთელი ნავთობი უნდა ავიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ირანი ჩაიგდებს. ამის შემდეგ ირანი კიდევ რადენიმე ქვეყანას დაიპყრობს და გაძლიერდება ისე, როგორც არასდროს. უბრალოდ, ჩვენი ქვეყნის ლიდერები სულელები არიან,"_აღნიშნა დონალდ ტრამპმა ლას-ვეგასში გამოსვლისას.
ამასთან, ტრამპი პირობას დებს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვის გადაწყვეტილებას მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში განაცხადებს.
მისივე თქმით, თუკი მას ლიბიაში რაიმე აინტერესებს, ეს ისევ და ისევ ნავთობია.
„ლიბია მხოლოდ ერთი კუთხით დამაინტერესებდა: თუკი ჩვენ ნავთობს მივიღებდით,"_აღნიშნა ტრამპმა.