ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის შვილისა და მისი სამი შვილიშვილის დაღუპვას ნატოს მიერ ჩადენილ მკვლელობად აფასებს.
როგორც ჩავესმა, ლიბიაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ნატოს მოქმედება კეთილ მიზნებად შეფასდეს, როდესაც ისინი განუსჯელად ხოცავენ ლიბიელებს.
"არ ვიცი, ევროპა ამას როგორ უჭერს მხარს. ამერიკელების მხრიდან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ევროპა? მაგალითად ესპანეთი და Iტალია, რომლებიც ჯერ კიდევ არც ისე დიდი ხნის წინ ლიბიასთან სავაჭრო ურთიერთობაში იყვნენ და კადაფს იღებდნენ? Mე არ გამკვირვებია ბრიტანეთის ხელისუფლების, მაგრამ რას ნიშნავს საფრანგეთის ხელისუფლებისგან ეს, რომელიც მუდამ ადამიანის უფლების დაცვაზე საუბრობს? ლიბიაში კი ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებსს, ბომბავენ მათ. ვისი სახელით?", - აღნიშნა ჩავესმა.
ამასთან, ჩავესმა გაეროს მოუწოდა პატივი სცეს ლიბიის სუვერენიტეტს და აქვე დასძინა, რომ როდის უნდა დარწმუნდეს აშშ და მის მოკავშირეები ნატოში, რომ მთელი მსოფლიოს დაბომბვის უფლება არ აქვთ.
"შევაჩეროთ ეს სიგიჟე და არ მივცეთ უფლება, რომ თავის უტვინო იდეებით აღფრთოვანებას მიეცნენ მოკავშირეები", - აღნიშნა ჩავესმა.