1-ელი მაისიდან გერმანია აღმოსავლით ევროპის ქვეყნებიდან შრომითი მიგრანტების ჩასვლის შესახებ აკრძალვას ოფიციალურად აუქმებს.
აღნიშნული შეეხებათ აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის შემადგენლობაში შედიან.
გერმანიის დამსაქმებელთა კავშირის ხელმძღვანელის დიტერ ხუნდტის განმარტებით, ამჟამად გერმანიის შრომის ბაზარზე არსებული კარგი კონიუქტურა ყოველგვარი სირთულის გარეშე შესაძლებლობას იძლევა აღმოსავლეთ ევროპიდან 120 ათასი კვალიფიციური მუშახელის დასასაქმებლად.
მისივე თქმით, რიგ ტექნიკურ სფეროში ქვეყანას სწორედ 120 ათასი სპეციალისტის დეფიციტი აქვს.