ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს სიკვდილით დასჯა ემუქრება, თუ დადასტურდა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული პრესა ეგვიპტის იუსტიციის მინისტრზე მუჰამედ ალ-გინდზე დაყრდნობით ავრცელებს.
"თუ მას ბრალი დაუმტკიცდება დემონსტრანტების მკვლელობაში, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია სიკვდილით დასჯა მიესაჯოს. მუბარაქის შეწყალება კი მხოლოდ ახალ პრეზიდენტს შეეძლება, მაგრამ მე რომ ვიყო პრეზიდენტი 800 ადამიანის მკვლელობის გამო ნამდვილად არ შევიწყალებდი", - აცხადებს ეგვიპტის იუსტიციის მინისტრი.
რაც შეეხება ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთლების მდგომარეობას, ექიმების თქმით მუბარაქის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სამი დღეა იგი დეპრესიაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი დემონსტრანტების ცეცხლის გახსნის ბრძანების გაცემას კატეგორიულად უარყოფს.