ლიბიაში ნატოს ქმედებები გაეროს უშიშროების საბჭოს ჩარჩობიდან გამოდის. ამის შესახებ "ინტერფაქს" რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩოვმა განუცხადა.
"ლიბიიდან უკანასკნელი ამბები იმას მოწმობს, რომ კოალიცური ძალები არ ერიდებიან მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას. თუ დადასტურდება კაფადის შვილის და მისი სამი შვილიშვილის დაღუპვის ფაქტი, ეს იქნება ყველაზე მტკივნეული დარტყმა ანტილიბიური კოალიციის ოპერაციაზე", - აცხადებს კოსაჩოვი.
მისი თქმით, ეს იქნება ნათელი დასტური იმის, ანტილიბიური კოალიციის მიერ ძალის განურჩევლად გამოყენება ისეთივე მიუღებელია, როგორც კადაფის და მისი ერთგული მომხრეების მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშის მიტანა.
ამასთან, რუსეთის დუმის დეპუტატის შეფასებით, ამგვარი ქმედებები ანტილიბიური კოალიციის მხრიდან გაეროს უშიშროების მანდატს სცილდება და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას წამოადგენს.
"უკვე ბევრი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ კოალიციის ძალების მიზანს კადაფის ფიზიკური განადგურება წარმოადგენს", - აცხადებს კოსაჩოვი.
როგორც ცნობილია, ლიბიის ხელისუფლების განცხადებით, ტრიპოლში ნატოს ავიაგამანადგურებლების მიერ იერიშის დროს მუამარ კადაფის შვილი და სამი შვილიშვილი დაიღუპა.