ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი ლიბიის ლიდერს მუამარ კადაფს იტალიის მიმართ გაკეთებული განცხადების გამო აფრთხილებს.
"მკაცრად ვგმობ, პოლკოვნიკ კადაფის განცხადებას, რომელიც იტალიის მიმართ მუქარას შეიცვას. ნატოს წევრი და პარტნიორი გააგრძელებს მოქმედებასა და თავის მისიას გაეროს უშიშროების საბჭოს 1973 რეზოლუციის თანახმად", - აცხადებს რასმუსენი.
მისივე თქმით, კადაფის რეჟიმი აგრძელებს ლიბიის დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმებს.
"ამას კი ბოლო უნდა მოეღოს. ჩვენ გავაგრძელებთ ოპერაციას, სანამ მშვიდობიან მოსახლეობა საფრთხის ქვეშ იქნება", - აღნიშნა ნატოს გენმდივანმა.
შეგახსენებთ, რომ ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფმა, ტელევიზიით გამოსვლის დროს ნატოს, საფრანგეთსა და აშშ-ს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა, მაგრამ აქვე აღნიშნა, რომ იტალიასთან ურთიერთობების ნორმალიზების წინააღმდეგია.
"ახლა ჩვენსა და იტალიას შორის ღია ომია. იტალიამ დახოცა ჩვენი ხალხი 1911 წელს კოლონიზაციის დროს და ახლაც, 2011 წელს ის ამას თავიდან აკეთებს", - აღნიშნა კადაფმა.