წუხელ გვიან ღამით 22 წლის ახალგაზრდა დაჭრეს.
ინციდენტი, დაახლებით ღამის, 03:00 საათზე "ვაკის პარკთან" მოხდა. ახალგაზრდა მუცლის არეშია დანით არის დაჭრილი, რომელსაც რესპუბლიკურ სავადმყოფაში ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმების განცხადებით, დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.