„ლიბიელ ხალხს ომი სურს და მე მათთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შემიძლია. ჩვენ უკვე იტალიასთან საომარ მდგომარეობაში ვართ, რადგან იტალიელები ჩვენს ბავშვებს 2011 წელსაც ისევე ხოცავენ, როგორც_ 1911 წელს. ამდენად, არ შემიძლია ლიბიელებს საკუთარი სიცოცხლისა და მიწის დაცვა ავუკრძალო. მეტიც, შემიძლია სამხედრო მოქმედებები მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გადავიტანო",_აღნიშნა მუამარ კადაფიმ.
მისივე თქმით, მისმა „მეგობარმა" სილვიო ბერლუსკონიმ დანაშაული ჩაიდინა, როცა ლიბიის დაბომბვაში მიიღო მონაწილეობა.
ცნობისთვის, რომმა მხარდაჭერა გამოუცხადა და თითქმის აღიარა ლიბიის ოპოზიციური გარდამავალი ნაციონალური საბჭო. ამასთან, იტალიური მხარე კოალიციურ ოპერაციებში მონაწილეობს.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ნატო არ აპირებდა მუამარ კადაფის დაზავების წინადადების მიღებას, სანამ ლიბიის ლიდერი მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას არ შეწყვეტდა. ნატოს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაერთხელ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, კადაფის მეომრები მშვიდობიან ლიბიელებზე იერიშს მაინც განაგრძობდნენ.