ისლამისტურმა მოძრაობა „მუსულმანთა საძმომ" საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა.
ჯერ კიდევ 1954 წლიდან ეგვიპტეში კანონგარეშედ გამოცხადებული ეს ისლამისტები, ქვეყნის პრეზდენტზე მოწყობილი ორგანიზებული თავდასხმის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ. არჩევნები 2011 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.
„მუსულმანთა საძმოს" პოლიტიკური გაერთიანება ამიერიდან „თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიად" იწოდება. მოძრაობის გენერალურმა მდივანმა მუჰამედ ჰუსეინმა აღნიშნა, რომ პარტია „მუსულმანთა საძმოსგან" დამოუკიდებელი იქნება. თუმცა მისი მოქმედება ისლამისტებთან სრულ კოორდინაციაში მოვა.
მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის წევრებს პოლიტიკური მოღვაწეობა ეკრძალებათ, „მუსულმანთა საძმო" ეგვიპტის პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც აქტიურად მონაწილეობს. ჯერ კიდევ 2005 წელს „მუსულმანთა საძმოს" წევრებმა ეგვიპტის პარლამენტში ადგილების 20 % მოიპოვეს. 2010 წლის არჩევნების მონაცემებით კი მათ ბევრად ნაკლები ხმა მიიღეს, რის შემდეგაც მოძრაობის აქტივისტებმა განაცხადეს, რომ არჩევნები გაყალბდა.
„მუსულმანთა საძმოს" ორგანიზაცია ეგვიპტის გარდა, ისლამის მიმდევარ სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს. რუსეთში „მუსულმანთა საძმოს"ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. მისი რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედება კი აკრძალულია.
შეგახსენებთ, ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნები თებერვალში მომხდარი რევოლუციის შემდეგ დაინიშნა. ძალაუფლება ხელში სამხედროებმა აიღეს, რითაც ჰოსნი მუბარაქის 30 წლიანი მმართველობა დასრულდა.