ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელობა იაპონიაში ექსპერტთა ჯგუფს აგზავნის. მეცნიერები მიწისძვრისგან დაზარალებულ "ფუკუსიმა-1"-ის ინსპექტირებას მოახდენენ. ინსპექტირება მაისის შუა რიცხვებში ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ მაგატემ საკუთარი ექსპერტები იაპონიაში უკვე გაგზავნა. 18 მარტიდან მოყოლებული, მაგატე იაპონელ ბირთვულ სპეციალისტებთან ერთად მჭიდროდ თანამშრომლობს და მზადაა, მათ უფრო მეტი ტექნიკური კონსულტაცია გაუწიოს.
უფრო ადრე მაგატეს წარმომადგენლებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ "ფუკუსიმა-1-"სთვის ავარიის საშიშროების უმაღლესი_მეშვიდე ხარისხის მინიჭება საბოლოო არ არის და ის შეიძლება გადაიხედოს. აქამდე საშიშროების უმაღლესი_მეშვიდე ხარისხი ჩერნობილის კატასტროფას მიენიჭა.