ტუნისის ციხის ორი გამოსასწორებელი დაწესებულებიდან 800 პატიმარი გაიქცა.
მას შემდეგ, რაც ქალაქ კასერინის კოლონიაში უცნობმა პირებმა ორი საკანი დაწვეს, 552 პატიმარი გაიქცა. 300-მა დამნაშავემ კი ქალაქ გაფსას ციხეს დააღწია თავი.
ორივე დასახლებული პუნქტი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მასობრივი გაქცევის დროს კოლონიის დაცვის დიდი ნაწილი გაფიცული იყო, რამაც პატიმრებს ციხიდან თავის დაღწევა გაუადვილა.
შეგახსენებთ, 2011 წლის 14 იანვარს ტუნისში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ციხიდან 11 ათასი პატიმარი გაიქცა, რის შემდეგაც ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. გახშირდა მაღაზიებისა და საზოგადოებრივი დაწესებულებების გატეხვის ფაქტებიც.