51-ე საჯარო სკოლას გალაკტიონ ტაბიძის სახელი ეწოდება. სკოლისთვის ქართველი პოეტის სახელის დარქმევის საკითხი თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის ვახტანგ ნაცვლიშვილის ინიციატივით მოხდა, რაც დადებითად გადაწყდა.
ამასთან, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის ლაშა იმედაშვილის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, თბილისში ისანი-სამგორის რაიონში ქვემო ფონიჭალის ე.წ. ბეტონის ქარხნის დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩას ცხუმის სახელი მიენიჭა.