დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროსადგურებს ახალი სახელები მიენიჭა.
როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ განაცხადა, სახელი 7 სადურს შეეცვალა.
კერძოდ, ელექტროდეპო, ვაგზლის მოედანი 1, ვაგზლის მოედანი 2, წერეთლის გამზირი, პოლიტექნიკური, სამედიცინო ინსტიტუტი და უნივერსიტეტი ამიერიდან სხვა სახელით მოიხსენიება.შესაბამისად, მათ გოცირიძე, სადგურის მოედანი 1, სადგურის მოედანი 2, წერეთელი, ტექნიკური უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი ეწოდათ.
შეგახსენებთ, დედაქალაქში ელექტროტრანსპორტის 23 სადგური ფუნქციონირებს.