დღეიდან, 1-ლი მაისიდან, ქორწინება და განქორწინება ელექტრონულად შესაძლებელი გახდება. სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი გაბრიელაშვილის ინფორმაციით, სამოქალაქო რეესტრი 1-ლი მაისიდან დისტანციური მომსახურების სერვისის გაფართოებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი გახდება, როგორც განქორწინება, ასევე ქორწინების, დაბადების, სახელი-გვარის, მამობის დამადასტურებელი მოწმობების ელექტრონულად მიღება.
გაბრიელაშვილის ინფორმაციით, ელექტრონული მომსახურებით განსაკუთრებით საზღვარგარეთ მცხოვრები პირები სარგებლობენ და სამი თვის განმავლობაში სამოქალაქო რეესტრის ელექტრონული მომსახურებით 1738 ადამიანმა ისარგებლა.