"მაესტროს" აქციათა 25 %-ის მფლობელი დიზაინერი მაკა ასათიანი გახდა. ასათიანს აქციები "უცნობმა" დაუთმო, რომელიც ტელეკომპანიის აქციათა 50 %-ის მფლობელი ცოტა ხნის უკან გახდა.
როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „მაესტროსა" და რადიო „ნაცნობის" ერთობლივი მემორანდუმის ფარგლებში ტელეკომპანიის აქციათა 50% მომღერალ გია გაჩეჩილაძეს ("უცნობს") გადაეცა, თუმცა საბოლოოდ "უცნობმა" კუთვნილი აქციათა 50 %-ი მაკა ასათიანს გადასცა.
ტელეკომპანია "მაესტროს" აქციათა 25 % დიზაინერ მაკა ასათიანზე გადაცემის ფაქტს "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტიც ადასტურებს.
დღევანდელი მდგომარეობით კი, აქციების 50% ფლობს "მაესტრო", 25 %-ს გია გაჩეჩილაძე(უცნობი) და 25 %-ს - მაკა ასათიანი.