ირანის პარლამენტის კონსერვატრები დახურული სხდომის ჩატარებას მოითხოვენ, რადგან ქვეყნის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა საკუთარი მოვალეობის შესრულება შეწყვიტა.
ბი-ბი-სის ცნობით, აჰმადინეჯადი საკუთარ ოფისში უკვე რვა დღეა, არ გამოჩენილა. ამასთან, მან მინისტრთა კაბინეტის ორი სხდომა გამოტოვა და ქალაქ კომში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.
შეგახსენებთ, 28 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ირანის პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის მომზადება დაიწყო. მთავარი მიზეზი, რის გამოც დეპუტატები სახელმწიფოს მეთაურის შეცვლას აპირებდნენ, ირანის სულიერ ლიდერ ალი ჰამენეისთან მისი უთანხმოებაა.