ლევილის მამული საქართველოს გადმოეცემა. შესაბამისი მემორანდუმი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საფრანგეთის ქართულ დიასპორას შორის უკვე გაფორმდა.
უახლოეს პერიოდში ერთობლივი კომისია შეიქმნება, რომელიც გადაწყვეტს, თუ რა ფუნქცია ექნება მამულს.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ უკანასკნელი დეტალები ქართულ დიასპორასთან უკვე შეათანხმა.
პაპუნა დავითაიამ "ამახანაგობა ქართული კერის" თავმჯდომარე ირინა ციციშვილთან ვიდეოკონფერენცია გამართა და მას მამულის გადმოსაცემად საჭირო ტექნიკურ საკითხებსა და მის შემდგომ გამოყენებაზე ესაუბრა.