გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
პროგრამების კოორდინირებული მართვის, სამომავლო გეგმების და გარემოს დაცვის სფეროში არსებული პრობლემების განხილვა ერთი საათის გამავლობაში გაგრძელდა.
მინისტრმა „მწვანეებს" რეორგანიზაციის შემდეგ განხორციელებული ცვლილებები, სამინისტროს სტრუქტურა და სამოქმედო გეგმა გააცნო.
ხაჩიძის განცხადებით, მისი უწყება სექტორში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს და ასეთი სახის შეხვედრებს რეგულარულად მართავს.