აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სტიქიის შედეგად დაზარალებული რეგიონები მოინახულა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი პირველად ალაბამაში ჩავიდა და როგორც დაზარალებული რეგიონის ნახვის შემდეგ განაცხადა, მსგავსი სტიქია მას ჯერ არ უნახავს.
ობამა ოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა. მან ფედერალურ მთავრობას უბრძანა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მოსახლეობა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს სახლებში.
სტიქიამ ყველაზე მეტად სწორედ ალაბამას შტატი დაზაარალა. მილიონი მოსახლე ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.