იაპონიაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. 5, 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები კუნძულ ჰონსიუზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ისევ "ფუკუსიმას" პრეფექტურა იყო, სადაც დაზიანებული ატომური სადგური "ფუკუსიმა დაიჩი" მდებარეობს.
წინასწარი ინფორმციით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სპეციალისტები ამბობენ, რომ მიწისძვრის შედეგად არც ატომური სადგური დაზარალებულა.
ბოლო 2 დღის განმავლობაში იაპონიაში დაფიქსირებული ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 5, 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კუნძულ ჰონსიუზე გუშინაც მოხდა.