ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ნატოს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
"იმ შემთხვევაში, თუ ნატო სამხედრო ოპერაციას შეწყვეტს, ლიბიელები თავიანთ პრობლემებს მოაგვარებენ", - განცხადება ამის შესახებ კადაფიმ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით გააკეთა.
ლიბიის მეთაურის თქმით, ის მზად არის ამბოხებულების წინააღმდეგ ძალის გამოყენება შეწყვიტოს, თუმცა "ამ პროცესში ყველა მხარე უნდა ჩაერთოს".
ამასთან, მისივე განმარტებით, ის გადადგომას ან ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებს.
კადაფის მიმართვა საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.