გურჯაანში 56 წლის მამაკაცმა შემთხვევით ჭიანჭველების საწამლავი დალია.
მწვავე ინტოქსიკაციის გამო ლევან ჩალათაშვილი გამთენიისას კატასტროფის ცენტრის ბრიგადებმა თბილისში გადმოიყვანეს. ის ამ დროისთვის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
პაციენტს ჭიანჭველების საწამლავი ლიმონათში აერია, რის გამოც შხამქიმიკატების შემცველი სითხე დალია.
ლევან ჩალათაშვილი ჯერ გურჯაანის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო მისი თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო.