დაზუსტებული ინფორმაციით, ეგვიპტეში, მდინარე ნილოსში ავტობუსის გადავარდნის შედეგად 22 კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სულ ავტობუსში 34 ადამიანი იჯდა. ყველანი ერთი სოფლის მცხოვრებლები იყვნენ. ისინი ახლობლების სასაფლაოზე მიდიოდნენ.
აღნიშნული ინციდენტი იმის გამო მოხდა, რომ ავტობუსს, რომელიც ბორანზე იდგა, ხელის მუხრუჭი ჩართული არ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ბორანი საპირს მიეჯახა, ავტობუსი დაცურდა.