"ახალი მემარჯვენეები" ბათუმში აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეების და საზაგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელების შეკრებას აწყობენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ახლებიდან" აცნობეს, შეხვედრა IRI-ის მხადრაჭერით დღეიდან დაიწყო და 1-ელ მაისამდე გაგრძელდება.
შეხვედრაში პარტიის ლიდერები და რეგიონული სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობენ. განიხილება ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და მიმდინარე ეტაპზე პარტიის საქმიანობის საკითხები, ასევე უახლოესი მომავლის სტრატეგია.