"ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" ქობულეთის ორგანიზაცია მუნიციპალიტეტში კულტურის სახლის შენობის აღდგენას ითხოვს. ამ საკითხზე პარტიის ოფისში დღეს ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამაზ ბაკურიძემ ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, კულტურის სახლი ქობულეთში 1968 წელს აიგო, დღეს კი ქალაქის ცენტრში მხოლოდ ნანგრევები დარჩა. "ქრისტიან დემოკრატები" ხელისუფლებისგან ამ პრობლემის მოსაგვარებლად სასწრაფო ზომების მიღებას მოითხოვს.
" როგორ შეიძლება ვისაუბროთ ტურიზმის განვითარებაზე მაშინ, როცა ამხელა რაიონში ერთი ნორმალური შენობაც არ არსებობს საპატიო სტუმრების მისაღებად, დიდი ტრადიციების კულტურის სახლი კი უკვე წლებია სანაგვედაა ქცეული.
თუ ხელისუფლებას აქვს იმის საშუალება, რომ სამი მილიონი ბოჩელის კონცერტებში გადაიხადოს, არაფერი დაშავდება ერთი მილიონი საშვილთაშვილო საქმისთვისაც გაიმეტოს და აღადგინოს ქალაქის ცენტრში მდებარე კულტურის სახლი" - განაცხადა ბაკურიძემ