ვარკეთილის რაიონში დაახლოებით ორი თვის, მამრობითი სქესის ჩვილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილი ვარკეთილის ერთ ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ახალგაზრდა მამაკაცმა იპოვა კორპუსის ერთ-ერთი ოჯახის კართან.
ახალგაზრდა მამაკაცმა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ამჟამად ახალშობილი ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკაშია მოთავსებული.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმების განცხადებით, ჩვილი საავადმყოფოში მხოლოდ დაკვირვების მიზნით რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება, ვინაიდან მას ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აქვს.