ბრიტანელი ექსპერტების აზრით, სამეფო ქორწილი ბრიტანეთის ეკონომიკას დაახლოებით 620 მილიონ ფუნტს ანუ დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს მოუტანს.
სუპერმარკეტებმა უკვე დაიწყეს სუვენირების გაყიდვა, რომლებზეც პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის სურათებია გამოსახული. გაყიდვების მოცულობა, სავარაუდოდ, 50 მილიონ ფუნტს მიაღწევს.
ყველაზე დიდი მოგება კი სურსათისა და სპირტიანი სასმელების გაყიდვით შევა.
შეგახსენებთ, დღეს ვესტმისტერის სააბატოში პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილის ცერემონიალი შედგა.