თურქეთი ტურიზმში ახალ მიმართულებას ნერგავს - იგრძენი თავი მუსულმანად, ისლამის მიუღებლად.
ორგანიზატორებს განცხადებით, ტური მოიცავს ლოცვებს, (მათ შორის დილასა და შუაღამეს) და ისლამის გაკვეთილებს. ტურის მონაწილეებს, უარის თქმა მოუწევთ ალკოჰოლზე, ღორის ხორცის ჭამაზე, თუმცა მოწევა არ იკრძალება. პროექტის ავტორი ბენ ბოულერი მიიჩნევს, რომ პროგრამა საინტერესო იქნება მათთვის ვისაც სურს საკუთარი ჰორიზონტების გაფართოება და სხვა კულტურების შეცნობა.
ის დარწმუნებულია, რომ პროექტის მონაწილეები, შეძლებენ მიიღონ სასარგებლო გამოცდილება კულტურების კონფლიქტის პირობებში, რომელიც ამჟამად მსოფლიოში არსებობს.
ახალი ტურისტული პროდუქტი მაისის შუა რიცხვებში დაიწყება.
პროექტს მუსულმანური თვე ეწოდება, თუმცა თავიდან ის მხოლოდ 9 დღე გაგრძელდება და შესაძლოა პერსპექტივაში 21 დღემდე გაიზარდოს.