კომპანია `თელასი" საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სმენადაქვეითებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
დღეს გამართული აქციის ფარგლებში კომპანიის თანამშრომლების მიერ შეძენილი სააღდგომო ნობათი - ტკბილეული, სათამაშოები და ბაღისთვის საჭირო ინვენტარი, ბავშვებს `თელასი"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ გადასცა.
ქველმოქმედება კომპანია "თელასის" ტრადიციულ საქმიანობად იქცა. დიღმის სმენადაქვეითებულ ბავშთა სახლს კომპანია 8 წელია მფარველობს. "თელასი" ყველა დღესასწაულს განსაკუთრებულად და მრავალფეროვანი საჩუქრებით ულოცავს ბავშვებს.
საქველმოქმედო საქმიანობას კომპანია მომავალშიც გააგრძელებს