სტუმართა სიაში საქმროსა და საცოლის ახლობლებს გარდა, ბეკჰემების წყვილი, ელტონ ჯონი და მისი პარტნიორი დევიდ ფერნიში, გაი რიჩი, როუენ "მისტერ ბინ" ატკინსონი, ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის ყოფილი შეყვარებულები, უილიამის მსახურები, მთავრობის მეთაური დევიდ ქემერონი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრები მარგარეტ ტეტჩერი და სერ ჯონ მეიჯორი მოხვდნენ.
ამასთან, სიის მიღმა აღმოჩნდნენ ექს-პრემიერი ტონი ბლერი და გორდონ ბრაუნი.
ბრიტანული გამოცემები იტყობინებიან, რომ პრინცსა და მის საცოლეს ქორწილში ბრაუნისა და ბლერის დაპატიჟება არ სურთ, რადგან ისინი, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრები, ლეიბორისტები არიან. ახალგაზრდა წყვილი კი მათ პოლიტიკურ შეხედულებებს არ იზიარებს. მაშინ, როცა ახლანდელი პრემიერი ქემერონი კონსერვატორია.
ქორწილში, სავარაუდოდ, არ მოხვდებიან სხვა პოლიტიკოსები. მათ შორის, ბარაკ ობამა. აშშ-ის პრეზიდენტის დაპატიჟებისგან თავის შეკავება ქეითისა და უილიამის მხრიდან მისი კურსის გაუზიარებლობით არ აიხსნება. უბრალოდ, ახალგაზრდა წყვილს უფლება აქვს, სტუმრები პირადი სურვილით მიიწვიონ.