კომპანია `თელასის" ქვესადგურში `საბურთალო-1" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 2 მაისს 10 საათიდან 18 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, იყალთოს, მიცკევიჩის, საბურთალოს, საირმის, ფანასკერტელ-ციციშვილის, დოლიძის, ბალანჩივაძის, ჩიქოვანის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.