ნატოს სამხედრო-საჰაერო ძალებმა ტრიპოლის მჭიდროდ დასახლებულ კვარტალს ავიადარტყმები მიაყენეს. დაბომბვის შემდეგ შემთხვევის ადგილზე "სასწარაფო დახმარებისა" და სახანძროს მანქანები გაემართნენ.
გარდა ამისა, ლიბიის დასავლეთში სამოქალაქო და სამხედრო ობიექტების დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა.
ამბოხებულები ფოლადის ქარხნის მახლობლად ზღვის სანაპიროზე იმყოფებოდნენ, როცა ნატოს თვითმფროინავი გამოჩნდა და მათ ბომბები დაუშინა.
მისურატის პორტზე კადაფის მომხრეთა მხრიდან თავდასხმა კი ნატოს მოიერიშეთა ავიადარტმების შედეგად შეჩერდა. სამხედრო თვითმფრინავებმა 37 მანქანა გაანადგურეს, მასობრივი დაბომბვის შემდეგ კი ხალხში პანიკამ დაისადგურა.
შეგახსენებთ, მისურატი ტრიპოლისა და ბენგაზის შემდეგ სიდიდით მესამე ქალაქია. ეს ერთადერთი დასახლებული პუნქტია, რომელზეც კონტროლის დამყარება კადაფიმ ვერ შეძლო.