აშშ-ის სამხრეთ შტატებში ტორნადოს შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა. სი-ენ-ენის ინფორმაციით, ტორნადოს შედეგად წარმოქმნილი ქარბორბალები აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უფრო ძლიერი იყო.
ბოლო მონაცმებით, დაღუპულია 288 ადამიანი. მილიონზე მეტ ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
აშშ-ის ამინდის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში ტორნადო ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ასეთი დამანგრეველი ძალის იშვიათადაა.
ტორნადოს შედეგად მიყენებული ზარალი რამდენიმე მილიარდია.
ქვეყნის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განკარგულებით, დაზარალებულ რეგიონებს ფედერალური ბიუჯეტიდან დაეხმარებიან.
ტორნადო სიძლიერით 1974 წლისა და 2005 წლის ქარიშხალ "კატრინის" შემდეგ დგას. ერთ შემთხვევაში დაიღუპა 310 ადამიანი, 2005 წელს კი - 1,8 ათასი.