სამეფო ქორწილს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი გიორგი ბადრიძე და მისი მეუღლეც დაესწრებიან. ბრიტანეთის წლის მთავარ მოვლენას ქვეყანაში აკრედიტებული თითქმის ყველა დიპლომატი დაესწრება.
დიპლომატები უშუალოდ ჯვრისწერის ცერემონიალს დაესწრებიან, ხოლო მათი მეუღლეები საქორწილო მიღებაზე მოხვდებიან, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისრი უმასპინძლებს.
"ჩვენთვის ბუნებრივია ძალიან დიდი პატივია, ის რომ საქართველოს ელჩის რანგში მიწვეული ვარ სამეფო ქორწილში. დილით ადრე ყველა ელჩი რომელიც არის აკრედიტებული დიდ ბრიტანეთში გარდა იმ ელჩებისა რომლებიც გარკვეული პოლიტიკური მიზეზების გამო ვერ დაესწრებიან არიან მიწვეული ჯვრისწერაზე ვესტმისტერის სააბატოში. ელჩები შეიკრიბებიან ერთ ადგილას საიდანაც მათ გადაიყვანენ ავტობუსებით სააბატოში, რომელიც იმყოფება დახურულ უსაფრთხოების ზონაში. ელჩების მეუღლეები უშუსალოდ ეკლესიაში არ იქნებიან ისინი შეუერთდებიან ელჩებს სპეციალურ მიღებაზე, რომელსაც უმასპინძლებს ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი", _ აცხადებს საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე.